განათლება
ახალციხელი სტუდენტები პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში ჩაერთვებიან
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

პროექტის მიზანი დებატების პრაქტიკის დანერგვა, კლუბების შექმნა და მოდებატეთა ქსელის ჩამოყალიბებაა.

ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ საქართველოს მაშტაბით შერჩეულ 50 სტუდენტს შორის მოხვდენენ და სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთონ, სადაც დებატების, პრეზენტაციის, კვლევის, ლოგიკური მსჯელობის, ოპონენტის პატივისცემის უნარებს გამოიმუშავებენ. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები, მოეწყობა ახალგაზრდული ბანაკები და საერთშორისო ფორუმები.

მონაწილეები კონკურსის წესით შეირჩევიან. ამისთვის სტუდენტებმა სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ.

ტრენინგების შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის თემაზე საჯარო დებატები მოეწყობა და გამოვლინდებიან საუკეთესო მოდებატეები.

პროექტი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხადაჭერით ხორციელდება.


| Print |