განათლება
"ჩემი სოფლის ისტორია" – ახალგაზრდები საკუთარი სოფლების ისტორიას ჰყვებიან
აწყურის კულტურის სახლში ღონისძიება სახელწოდებით "ჩემი სოფლის ისტორია" ჩატარდა. ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, აწყურის, მუსხის, ანის, გურკელის, სვირის, ტყემლანის, ურავლის, ხეოთის და წყრუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აუდიტორიას საკუთარი სოფლის ისტორია გააცნეს. ახალგაზრდებმა ტრადიციებზე და ლეგენდებზე ისაუბრეს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გამგეობის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს საჩუქრად წიგნები გადასცეს.

ღონისძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა გაუწია.

მსგავსი სახის აქტივობებს მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ახორციელებს. იგი მიზნად ახალგაზრდებში საკუთარი სოფლების ისტორიის ცოდნას და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გამომუშავებას ითვალისწინებს, რომელიც მოსწავლეებს პრეზენტაციის გაკეთებისას ესაჭიროებათ.

"ჩემი სოფლის ისტორია" 6 აპრილს ვალის კულტურის სახლშიც მოეწყობა, სადაც თავიანთი სოფლების შესახებ მუნიციპალიტეტის სხვა სკოლის მოსწავლეები ისაუბრებენ.
| Print |