განათლება
"ქართველი ქალი ანუ შურისძიება" – ოსმალურიდან ნათარგმნი წიგნის პრეზენტაცია ახალციხეში

"ქართველი ქალი ანუ შურისძიება" თურქი კლასიკოსის ნაწარმოებია, რომელიც ოსმალურიდან ქართულად პირველად ითარგმნა.

წიგნის პრეზენტაცია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. იგი XIX საუკუნის მწერალს, აჰმეთ მითჰათ ეფენდის ეკუთვნის. ნაწარმოები ქართლ–კახეთის უკანასკნელი მეფის ოჯახის რუსეთში გადასახლების ისტორიას მოგვითხრობს. მასში ქართველი ხალხის ხასიათი და თავისებურებებია განხილული.

 

ოსმალურიდან წიგნი  თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით სამი თვის წინ ითარგმნა და 1 000 ეგზემპლარი დაიბეჭდა.

ინსტიტუტის წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებს შეხვდნენ, ნაწარმოების შესახებ ისაუბრეს და რამდენიმე ეგზემპლარი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს.


| Print |