განათლება
პროფესიულ პროგრამებზე ახალციხეში 415 პირი დარეგისტრირდა
პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. საზოგადოებრივ კოლეჯ "ოპიზარში" ათ სპეციალობაზე 415 პირი დარეგისტრირდა. საგანმანათლებლო დაწესებულება სულ 175 სტუდენტის მიღებას აპირებს.

ვინ შეძლებს კოლეჯში სწავლის დაწყებას – ეს 23 აპრილის გამოცდის შედეგად გაირკვევა.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია, 27 მარტიდან - 8 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.
| Print |