განათლება
სახელმწიფო არაქართველ სტუდენტებს სტაჟირების პროგრამას სთავაზობს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი არაქართველ სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს. მინისტრის მოადგილემ საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა. პეტრე კანკავას ინფორმაციით, სტაჟირებას "ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, 1+4 პროგრამით" მოსარგებლე პირები გაივლიან.

დაინტერესებულმა პირებმა აპლიკაცია ელექტრონულად უნდა შეავსონ. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ აპლიკანტებთან გასაუბრება დაინიშნება. სტაჟირება ლიმიტირებულია და საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ სამოცი მონაწილე უნდა შეირჩეს. სამთვიანი სტაჟირების შემდეგ, მონაწილე შესაბამის ცნობასა და სერტიფიკატს მიიღებს.

| Print |