განათლება
სკოლები და საბავშვო ბაღები 14-დან 17 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლები და საბავშვო ბაღები 14-დან 17 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში სწავლა პარასკევს, 14 აპრილს შეჩერდება და სამშაბათს, 18 აპრილს განახლდება.

ანალოგიური გრაფიკით დაისვენებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიც. ქალაქ ახალციხის ა(ა)იპ–ი "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების" ხელმძღვანელის ნანა ბერიძის თქმით, სააღმზრდელო პროცესი 14-დან 17 აპრილის ჩათვლით შეწყდება. ამავე პერიოდში დაისვენებენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებშიც. ახალციხის ა(ა)იპ–ი "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების" ხელმძღვანელი ლელა ოქრომელიძე განმარტავს, რომ საბავშვო ბაღები მუშაობას 18 აპრილს განაახლებენ.

| Print |
თეგები: სწავლა / სკოლა / ბაღი /