განათლება
ჟვანიას სკოლა დედაენის კვირეულს ახალციხიდან იწყებს
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, დედა ენის დღესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში დედაენის კვირეულს მართავს. ღონისძიება ახალციხიდან დაიწყება.

შეხვედრა გამგეობის შენობაში 11:00 საათზეა დაგეგმილი. კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდება ახალქალაქსა და ნინოწმინდაშიც.

დედაენის დღეები იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების კითხვას მიეძღვნება. ღონისძიებას დაესწრებიან მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები.
| Print |