განათლება
ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით, რეგიონებში დედა ენის კვირეული იმართება
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საქართველოს რეგიონებში დედაენის კვირეულს მართავს. კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდა ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

შეხვედრების მიზანი ქართული ენის პოპულარიზაცია და ეთნიკური უმცირესობებისთვის მისი ცოდნის მნიშვნელობის ახსნაა.

ანალოგიური სახის ღონისძიებები საქართველოს სხვა რეგიონებშიცაა დაგეგმილი. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა დედაენის კვირეულს 21 აპრილს დაასრულებს.


| Print |