განათლება
ახალციხეში განათლების მინისტრს ელოდებიან
ახალციხეში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ელოდებიან. ვიზიტი 19 აპრილს, 11:00 საათზე, მესამე საჯარო სკოლიდან დაიწყება. ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდება. მინისტრს ელოდებიან ახალციხის სხვა სკოლებშიც.

14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულ რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომას ალექსანდრე ჯეჯელავაც დაესწრება.

სხდომის დაწყებამდე უნივერსიტეტის I კორპუსში უნივერსიტეტის მუზეუმი გაიხსნება.
| Print |