განათლება
ახალციხის რაიონულ პროკურატურაში ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
ახალციხის რაიონული პროკურატურის ფოტოკონკურსი – "ტურისტის თვალით დანახული ახალციხე" დასრულდა. სამი საპრიზო ადგილის მფლობელს სიგელი ახალციხის რაიონულმა პროკურორმა გადასცა.

კონკურსი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა, ქალაქ ახალციხის სკოლის მოსწავლეებს შეეძლოთ. ახალგაზრდებმა საკონკურსოდ, 40–მდე ფოტო წარმოადგინეს.

ფოტოკონკურსი პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2006 წლიდან ხორციელდება.

| Print |