განათლება
ახალციხის N2 სკოლაში, პროკურორმა, საგზაო მოძრაობის წესებზე ლექცია ჩაატარა
რას იწვევს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და რა სასჯელი მოქმედებს კანონდამრღვევის მიმართ – ამ საკითხზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მეორე საჯარო სკოლაში ლექცია გამართა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას სკოლის მოსწავლეების გარდა, მათი მშობლები და პედაგოგებიც დაესწრნენ.

პროკურორი გიორგი აღლემაშვილი იმედოვნებს, რომ სკოლებში ჩატარებული ლექციების შედეგად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები ახალგაზრდების მხრიდან მნიშვნელოვნად შემცირდება.

საჯარო ლექცია საქართველოს პროკურატურის პროექტის "საზოგადოებრივი პროკურატურა"–ს ფარგლებში ჩატარდა. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მის ფარგლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.


| Print |