განათლება
“დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე” – ახალციხის სკოლები გამწვანების აქციაში ჩაერთვნენ
ახალციხის საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე გამწვანების აქცია მიმდინარეობს. მოსწავლეები ნერგებს თავიანთ სახელზე რგავენ.

აქცია ნიკო კეცხოველის პრემიისა და დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ტარდება.

ნერგები ახალციხის მუნიციპალიტეტის 39 საჯარო და კერძო სკოლის ეზოში ირგვება.

გამწვანების აქციას ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მხარდაჭერით ახორციელებს.

აქცია სახელწოდებით – "დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე", 24 აპრილს დაიწყო და მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.



| Print |