განათლება
ახალციხეში მოზარდების ინტერნეტზე დამოკიდებულებაზე იმსჯელეს
ინტერნეტდამოკიდებული ახალგაზრდობა და მისი სწორად გამოყენების ხერხები - თემაზე ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტრენინგი გაიმართა. შეხვედრას მეექვსე სკოლის მერვე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.

ტრენერმა განმარტა თუ რა ფორმით ვლინდება ინტერნეტდამოკიდებულება მოზარდებში, განიხილა ინტერნეტსივრცის დადებითი და უარყოფითი მხარეები და ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება მისი სწორად გამოყენება. დავით ჯაფიაშვილის აზრით, პრობლემა აქტუალურია და მისი გადაჭრის პირველი გზა მშობლის მიერ მოზარდის გაკონტროლებაა, თუ რა დოზით მოიხმარს მისი შვილი ინტერნეტს და რას უყურებს ძირითადად.

| Print |