განათლება
ახალციხის პროკურატურის ორგანიზებით, მოსწავლეებმა აქცია გამართეს
ახალციხის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთვნენ.
პროკურორებთან ერთად ახალგაზრდებმა ავტოსაჯარიმო ტერიტორია მოინახულეს და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შედეგებს გაეცნენ.

რა შემთხვევაში გადაჰყავთ ავტომობილი საჯარიმო ტერიტორიაზე და როგორია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები? – ამის შესახებ ახალგაზრდებს ინფორმაცია პროკურორმა დავით ჯინჭველაძემ მიაწოდა და მათ კუთხვებს უპასუხა.

ავტოსაჯარიმოდან ახალგაზრდებმა ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც აქცია სახელწოდებით – "უსაფრთხო მოძრაობის წესები" გამართეს. მოსწავლეებმა მოსახლეობას თვიანთი ხელით შექმნილი ფლაერები დაურიგეს.

ღონისძიების მიზანი საგზაო მოძრაობის წესების დარღევის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება იყო.

საინფორმაციო ხასიათის აქცია საქართველოს მთავარი პროკურატურის პროექტის "საზოგადოებრივი პროკურატურა"–ს ფარგლებში გაიმართა.

| Print |