განათლება
ძალადობის კვირეულის ფარგლებში, ახალციხეში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ძალადობის კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას ამერიკის კუთხემ უმასპინძლა. ამერიკელმა მოხალისეებმა ახალციხისა და აბასთუმნის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად ბავშვთა შორის ძალადობის თემა განიხილეს და ახალგაზრდებს თავიანთი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს.

ღონისძიება ასოციაცია ტოლერანტმა ამერიკის კუთხის მხარდაჭერით გამართა.

თავის მხრივ ღონისძიებებითაა დატვირთული წელს ამერიკის კუთხე. საქართველო–ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით, შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

ფონდ "ღია საზოგადოებასთან" ერთად ასოციაცია ტოლერანტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს უკვე ერთი წელია ახორციელებს, რომელიც მიზნად ბავშვთა უფლებების დაცვას ისახავს. ძალადობის კვირეული საქართველოს რეგიონებში სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გამოცხადდა.


| Print |