განათლება
საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეში სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივა განიხილა. უმაღლესმა მთავარსარდალმა საკონსტიტუციო კომისიის პოზიცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტზე "ვაჭრობა" არასწორია.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვის დასრულების შემდეგ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ახალგაზრდები დაინტერესდნენ თუ რატომ დადგა დღის წესრიგში საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანა, რა ფიქრობს ქვეყნის პირველი პირი საპარლამენტო მოდელზე, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესზე და სხვა.

უნივერსიტეტის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გადაინაცვლა. პრეზიდენტი შეხვედრებს "კონსტიტუცია ყველასია" კამპანიების ფარგლებში მართავს, სადაც საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავს

| Print |