განათლება
ახალციხის ციხეზე მოსწავლეთა შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა
"საქართველოს ისტორია და მესხეთ–ჯავახეთი" – ამ სახელწოდებით ახალციხის ციხეზე კონფერენცია გაიმართა. მასში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის 38 საჯარო და 1 კერძო სკოლის წარმომადგენელმა მიიღო.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ერთი თვის განმავლობაში ციხეზე გასვლითი გაკვეთილი მიმდინარეობდა, რა დროსაც ახალგაზრდებმა სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში არსებული ექსპონატები დაათვალიერეს და გიდებისგან შესაბამისი ინფორმაცია მიიღეს. გასვლითი გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებმა სასურველ თემაზე პრეზენტაციები მოამზადეს, რომელიც დასკვნით ღონისძებაზე წარადგინეს. კონფერენციაში მონაწილეობა 41–მა ახალგაზრდამ მიიღო.

შეხვედრა ახალციხის ციხის ადმინისტრაციის, სამხარეო აპარატის, მერიისა და გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა. პრეზენტატორი მოსწავლეები თვითმმართველობებმა სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.



| Print |