განათლება
სამცხე–ჯავახეთში სომხურენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება იწყება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პედაგოგებისა და დირექტორთა პროფესიულ გადამზადებას იწყებს. პროექტის სამიზნე ჯგუფი ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები არიან.

სიახლის შესახებ ინფორმაცია ახალციხის სომხურენოვანი სკოლის დირექტორებსა და ფასილიტატორებს, პროექტის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. ერთი წლის მანძილზე დაგეგმილია მე-7-მე-12 კლასების 2 200–მდე მასწავლებლისა და 213 არაქართულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის გადამზადება.

მასწავლებლები ორ სატრენინგო კურსს საგნობრივსა და ზოგადპროფესიულ უნარებში გაივლიან.

დირექტორებისთვის კი ამოქმედდება ლიდერობის აკადემია, რომელიც სამი საფეხურისგან შედგება და მიზნად ისახავს საჯარო სკოლის დირექტორთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.

ამჟამად ქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებისა და დირექტორების გადამზადება მიმდინარეობს. სომხურენოვანი სკოლის წარმომადგენლები მათ 2017 წლის ბოლოდან შეუერთდებიან.

| Print |
თეგები: გადამზადება /