განათლება
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება
2017-2018 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი იწყება. ბავშვის მეურვეებს სასურველ სკოლაში მოზარდის რეგისტრაცია 8 მაისს, 09:00 საათიდან შეეძლებათ.

ამჯერად შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს  აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე  WWW.EMIS.GE; http://registration.emis.ge

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული რეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისიდან  1-ელი ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2017 წლის 2 ივნისიდან - 15 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
| Print |