განათლება
სკოლის გამოსაშვები გამოცდების დაწყების თარიღები ცნობილია
2016-2017 სასწავლო წლისთვის, მე–11 და მე–12 კლასის მოსწავლეების სკოლის გამოსაშვები გამოცდების დაწყების თარიღი ცნობილია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები 2017 წლის 21 მაისს, ხოლო მე-11 კლასელებისთვის – 2017 წლის 16 ივნისს დაიწყება.

მე–11 კლასის მოსწავლეები გამოცდას შემდეგ საგნებში: ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში ჩააბარებენ.

მე–12 კლასელებს კი გამოცდის ჩაბარება ქართულში, ისტორიაში, უცხო ენასა და მათემატიკაში მოუწევთ.

გამოცდების განრიგს, საგნების მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მინისტრის ბრძანების თანახმად გამოაქვეყნებს.


წყარო: edu.aris.ge
| Print |