განათლება
ანტიდასავლური პროპაგანდა და პრორუსული მანიპულაციები
საქართველოში მიმდინარე ანტიდასავლური კამპანია და პრორუსული განწყობების ჩამოყალიბების მცდელობები – ამ თემაზე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებმა კვლევებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ისაუბრეს, როგორ ცდილობენ ინტერნეტითა და მედიასაშუალებებით მოსახლეობის დამოკიდებულების შეცვლას ევროპის მიმართ.

დისკუსიისას ფოტო და ვიდეომასალებით მანიპულირების შემთხვევები განიხილეს.

შეხვედრა "ევროპის დღეების" ფარგლებში გაიმართა, რომელიც 10–დან 20 მაისამდე მიმდინარეობს. კამპანიას "სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ასოციაცია "ტოლერანტის" წარმომადგენლები ახალქალაქელ აბიტურიენტებს უკვე შეხვდნენ, ხვალ კი ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ შეხვედრა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გაიმართება.

| Print |