განათლება
რა? სად? როდის? - ინტელექტუალური შეჯიბრი ახალციხეში
ახალციხის საბავშვო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური შეჯიბრი: რა? სად? როდის? გაიმართა. მასში მონაწილეობა ქალაქ ახალციხის ოთხი საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო.

შეჯიბრი ორ ტურად წარიმართა. პირველი, მეორე, მეხუთე და მეექვსე სკოლების გუნდებს შორის ყველაზე მეტი ქულა პირველმა სკოლამ დააგროვა და გამარჯვებაც მოიპოვა.

ინტელექტუალური შეჯიბრი ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებითა და ახალციხის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

მონაწილეები შეაბამისი სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

| Print |