განათლება
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე მესხი მასწავლებლები დაჯილდოვდნენ
13 მაისს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. ფორუმზე სამცხე-ჯავახეთიდან ოთხი პედაგოგი დაჯილდოვდა.

კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) მისიის დირექტორის მოადგილე ტომას მორისი და სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" დირექტორი მარინა უშვერიძე შეხვდნენ.

ახალციხის კერძო სკოლა "მზექა"-ს სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მზექალა კაპანაძე - სამცხე-ჯავახეთის რეგიონის წლის საუკეთესო ტიტულით დაჯილდოვდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო მახათაძეს კი რეგიონის წლის საუკეთესო მეურვედ დასახელდა, ხოლო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი არევიკ გაბრიელიანი რეგიონის წლის წარმატებული პედაგოგად გამოაცხადეს.

ფორუმზე დასახელდნენ წლის საუკეთესო დირექტორები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული სამოქალაქო განათლების პროგრამის განხორციელებაში. ეს ტიტული - ბორჯომის ივ. ჯავახიშვილის ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლის დირექტორს მარინა შაყულაშვილს ერგო.

გაწეული საქმიანობისთვის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი ნინო ნადირაძეს სერთიფიკატი გადაეცა.
| Print |