განათლება
საქართველოს პროკურატურა სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს
საქართველოს პროკურატურა სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს. ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, სამცხე–ჯავახეთის პროკურატურის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტში შეხვედრა გამართეს. იურიდიული ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტები კონკურსის პირობებს გაეცნენ. ახალგაზდებს სტაჟირების გავლა სასურველ ქალაქში შეეძლებათ. მსურველთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.

სტაჟირების ვადა ერთი წელია. კონკურსის შედეგად შერჩეული ახალგაზრდები პროკურორისა და გამომძიებლის უფლება–მოვალებებს ეცნობიან და საქმიანობის პროცესში აქტიურად ერთვებიან. ერთი წლის შემდეგ, ან შესაძლოა უფრო ადრეც, წარჩინებული სტაჟიორები საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით თანამდებობებზე ინიშნებიან.

სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურორის თქმით, სტატისტიკის მიხედვით სტაჟირების გავლის შემდეგ ახალგაზრდების საქართველოს პროკურატურაში დასაქმების მაჩვენებელი მაღალია.

პროკურატურა სტაჟიორთა კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს.

| Print |