განათლება
მე-11 კლასელთა გამოცდების განრიგი ცნობილია
2016–2017 სასწავლო წლისთვის მე–11 კლასელთა სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგი ცნობილია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პირველი გამოცდა 19 ივნისს, გეოგრაფიაში ჩატარდება. 20 ივნისს, მოსწავლეებს გამოცდის ჩაბარება ბიოლოგიაში მოუწევთ, 21 ივნისს - ფიზიკაში, ხოლო 22 ივნისს - ქიმიაში.

გამოცდა ოთხივე საგანში ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
| Print |