განათლება
მიზეზები, რის გამოც გოგონები სკოლას ტოვებენ
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ბავშვთა საგანამანათლებლო საჭიროებების კვლევის შედეგების პრეზენტაცია, ახალციხეში გაიმართა. კვლევა 2016 წელს სამცხე–ჯავახეთში, შიდა და ქვემო ქართლში ჩატარდა და სამ ძირითად საკითხს ეხებოდა: სკოლის მიტოვება, ნაადრევი ქორწინება და ბავშვთა შრომა. ეს ის ძირითადი მიზეზებია, რაც მოსწავლეების ცუდ აკადემიურ მოსწარებასა და სწავლის შეწყვეტას იწვევს.

შედეგებიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავეს, სადაც პრობლემების მოგვარების გზები და რეკომენდაციებია მოცემული.

ახალციხელების მოსაზრებების გასათვალისწინებლად, შეხვედრაზე თვითმმართველობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რესურსცენტრებისა და სკოლის დირექტორები, პედაგოგები და სტუდენტები მიიწვიეს.

მონაწილეების მთავარი რეკომენდაციები სახელმწიფოს მხარდაჭერა, საკანონდებლო რეგულაციები და საზოგადოების ინფორმირება იყო.

შედარებისთვის, 1 000 მშობიარე ქართველი ქალიდან, 30 არასრულწლოვანია, ეთნიკურად სომხი 1 000 ქალიდან 18 წელს მიუღწეველი 46 მათგანია, 1 000 მშობიარე აზერბაიჯანელიდან, 143 არასრულწლოვანია.


| Print |