განათლება
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ახალციხეში ხუთი მოსწავლე ჩაიჭრა
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საატესტატო გამოცდები დაიწყო. 21 მაისს, კურსდამთავრებულებმა გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. მე–12 კლასელებთან ერთად, საატესტატო გამოცდებს გასულ წელს ჩაჭრილი ახალგაზრდებიც აბარებენ. მინიმალური ბარიერი, რომელიც აპლიკანტმა უნდა გადალახოს, 5,5 ქულით განისაზღვრა.

ქალაქ ახალციხეში საატესტატო გამოცდებს სულ 263 კურსდამთავრებული აბარებს. აქედან, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, #3 სომხურენოვან სკოლაში ოთხი, ხოლო #5 საჯარო სკოლაში ერთი მოსწავლე ჩიჭრა.

კურსდამთავრებულები გამოცდას კიდევ სამ საგანში – უცხო ენაში, ისტორიასა და მათემატიკაში ჩააბარებენ.

| Print |