განათლება
მე–12 კლასელებმა გამოცდა უცხო ენაში ჩააბარეს
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საატესტატო გამოცდა უცხო ენაში ჰქონდათ. კურსდამთავრებულებს თავად შეეძლოთ აერჩიათ, რომელ ენას ჩააბარებდნენ. (რუსულიდან, ინგლისურიდან და გერმანულიდან)

ქალაქ ახალციხეში საატესტატო გამოცდებს სულ 263 კურსდამთავრებული აბარებს. აქედან, უცხო ენის გამოცდაზე, #3 სომხურენოვან სკოლაში ორი, ხოლო #5 საჯარო სკოლაში ხუთი მოსწავლე ჩიჭრა. კურსდამთავრებულების რაოდენობას, რომელთან მინიმალური ბარიერი ვერ გადალახეს, ვერ აკონკრეტებენ პირველ საჯარო სკოლაში.

კურსდამთავრებულები 23 მაისს გამოცდას ისტორიაში ჩააბარებენ, 24 მაისს კი მათემატიკაში.

| Print |