განათლება
ახალციხეში, ისტორიის გამოცდაზე ექვსი მეთორმეტეკლასელი ჩაიჭრა
ახალციხეში, ისტორიის გამოცდაზე ექვსი მეთორმეტეკლასელი ჩაიჭრა. წარმატებით გადალახა ზღვარი მეორე და მეხუთე სკოლის დამამთავრებელი კლასის ყველა მოსწავლემ. სამი ჩაჭრილი ჰყავს მესამე სკოლას, ერთი – მეექვსე სკოლას და ორი – პირველ საჯარო სკოლას.

მათემატიკის გარდა გამოცდა ჩატარდა ფიზიკაშიც, რომელსაც, წინა წლებში ჩაჭრილი მოსწავლეები აბარებდნენ.

სკოლის დირექტორების თქმით, პროცესი დღემდე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მეთორმეტე კლასელთა საატესტატო გამოცდები 21 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის საგნით დაიწყო და 25 მაისს ქიმიით დასრულდება.



| Print |