განათლება
სამი ჯილდო მათემატიკის ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მათემატის ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები, პედაგოგი და დირექტორი დააჯილდოვა. საგნის უკეთესად ცოდნაში ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეები შეეჯიბნენ. ოლიმპიადაში გამარჯვებული 35 მოსწავლიდან ყველაზე მეტი ახალციხის მეექვსე სკოლიდან დაფიქსირდა. შესაბამისად ჯილდო ამ სკოლის დირექტორმა და მათემატიკის პედაგოგმა მიიღო. სკოლას ასევე გადაეცა უნივერსიტეტის სახელობის გარდამავალი თასი.

ოლიმპიადა ასტრონომიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის ინიციატივითა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა. პროფესორმა რევაზ ჭიღლაძემ ტექნიკური დარგების განვითარების ხელშეწყობისათვის უნივერსიტეტის რექტორი სიმბოლური პრიზით დააჯილდოვა.

| Print |