განათლება
გაცვლითი პროგრამა ქართველი და სომეხი მოსწავლეებისთვის
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს სამოქალაქო კლუბის წევრებს, ახალციხემ სამი დღით უმასპინძლა.
მოსწავლეების ვიზიტი სამოქალაქო განათლების პროგრამის - "მომავლის თაობის" ფარგლებში განხორციელდა.

ხულგუმოელი მოსწავლეები ახალციხის ციხეს ესტუმრნენ. მოსწავლეთა მშობლების ხელშოწყობით ოჯახებში მომზადდა ქართული და სომხური კერძები. ახალგაზრდები ერთმანეთის ტრადიციებს გაეცნენ.

სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის, მხატვრული ფილმის – "გრძელი ნათელი დღეების" ჩვენება, ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში მოეწყო. ახალგაზრდებს შორის დისკუსია გაიმართა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთის ენა არ გვესმოდა, მაინც ვახერხებდით ღნისძებებში მონაწილეობას. არ ვიყავი ნამყოფი რაბათის ციხეზე, მომეწონა ნაადრევ ქორწინებაზე დისკუსია და ყველაზე საინტერესეო იყო ინტეგრირებულ ჯგუფში მუშაობა სპეკტაკლზე" - აღნიშნა პროგრამის მონაწილემ იური დულხანიანმა.

პროგრამაში ქართული და სომხური პარტნიორი საჯარო სკოლებიდან, 30 მოსწავლე მონაწილეობდა. ხულგუმოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის 19 მოსწავლეს სოფელ სვირის, ფერსის, ზიკილიისა და გურკელის საჯარო სკოლების მოსწავლეების ოჯახებმა უმასპინძლა.

აღნიშნული გაცვლითი პროგრამის მიზანი ქართულ-სომხური კულტურის გაცნობა, სასკოლო სამოქალაქო კლუბების დაახლოება და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება იყო,
| Print |