განათლება
ასპინძის სკოლის მოსწავლე, აშშ-ს უნივერსიტეტმა 80 000 დოლარით დააფინანსა
რატი ზედგინიძე ასპინძის სკოლის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია.

XII ბ კლასის მოსწავლემ TOEFL -ის და SAT -ის გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

მიღებული შედეგებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ვირჯინიის შტატის ქ.დენვილის AVERETT-ის საავიაციო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

უნივერსიტეტის კომისიის გადაწყვეტილებით რატი ზედგინიძე, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონე, 20 000 ამერიკული დოლარით დაფინანსდა, რაც ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში 80 000 აშშ დოლარს შეადგენს.

წყარო: etaloni.ge
| Print |