განათლება
ფერსაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილმა საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გახსნეს.

საბავშვო ბაღს, რომელშიც 13 ადგილობრივი დასაქმდა, 60 აღსაზრდელის მიღება შეეძლება. დაწესებულება აქ ბოლო 30 წელი არ ფუნქციონირებდა.

შენობის სრული რეაბილიტაციისთვის 165 500 ლარამდე დაიხარჯა. იგი სამ სოფელს ფერსას, გიორგიწმინდასა და მუგარეთს მოემსახურება.

2014 წლიდან დღემდე ახალციხის მუნიციპალიტეტში 7 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ესენია: ვალის ე. წ. "მეორე შახტის", წნისის, მინაძის, ურავლის, საძელის, წყალთბილისა და ფერსის საბავშვო ბაღები.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 14 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელშიც საჭირო უნარ-ჩვევებს 684 აღსაზრდელი ეუფლება.

| Print |