განათლება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობისთვის, ორი კანდიდატი იბრძოლებს
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის არჩევნებისთვის ემზადებიან. უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის პოსტზე, ორი კანდიდატია წარდგენილი – მერაბ ბერიძე და თინა გელაშვილი. აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ორივე კანდიდატს აქვს.

მერაბ ბერიძე და თინა გელაშვილი აკადემიური საბჭოს წინაშე, პროგრამას 21 ივნისს წარადგენენ და წევრებთან ერთად განიხილავენ.

არჩევნები სამ ივლისს გაიმართება.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე საბუთების წარდგენის ვადა, 29 მაისს ამოიწურა.
| Print |