განათლება
ასპინძელ რატი ზედგინიძეს სამხარეო ადმინისტრაციაში უმასპინძლეს
სამხარეო ადმინისტრაციაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ წარმატებულ მოსწავლეს რატი ზედგინიძეს უმასპინძლეს.

იგი დაბა ასპინძის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელიც მალე სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ახალგაზრდა ვირჯინიის შტატის, ქალაქ დენვილის AVERT-ის საავიაციო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით მან 4 წლიანი სასწავლო კურსის 80 000 დოლარიანი დაფინანსება TOEFL-ის და SAT-ის მათემატიკური ტესტების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მოიპოვა.

რატი ზედგინიძე პირველი მოსწავლეა რეგიონიდან, რომელიც სწავლას ამერიკაში გააგრძელებს. იგი შეერთებულ შტატებში აგვისტოს თვეში გაემგზავრება.

მხარის გუბერნატორმა და ასპინძის გამგებელმა ნიჭიერ ახალგაზრდას მიღწეული წარმატება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.


| Print |