განათლება
როგორ ისჯებიან ნარკომანები? – შეხვედრა ახალგაზრდებთან
რა არის ნარკომანია, რა საკანონმდებლო რეგულაციები არსებობს და როგორია ნარკოდანაშაულის სტატისტიკა ქვეყანაში – თემაზე ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი უძღვებოდა. დავით ზარიძემ ნარკოდანაშაულის კონკრეტული შემთხვევები მიმოიხილა.

დისკუსიაში მონაწილეობა სტუდენტებმა და სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.

საინფორმაციო სახის შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართა, რომელიც 26 ივნისს აღინიშნება.


| Print |
თეგები: ნარკომანია /