განათლება
"ეტალონის" ფინალისტები სამცხე–ჯავახეთიდან
24 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ''ეტალონის'' 2016-2017 სასწავლო წლის ფინალი გაიმართება. მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქების ''ეტალონი მოსწავლეები'' მიიღებენ.

''ეტალონის'' ფინალში სამცხე-ჯავახეთიდან შემდეგი მონაწილეები მიიღებენ:

ქალაქ ახალციხეს ახალციხის N5 სკოლის მოსწავლე ლევან ზაზაძე წარადგენს, ახალციხის მუნიციპალიტეტს – ანის სკოლის მოსწავლე გვანცა ჩუბინიძე. ბორჯომიდან ფინალში მონაწილეობას ბორჯომის N4 სკოლის მოსწავლე ანი გვირჯიშვილი მიიღებს, ადიგენისან – არლის სკოლის მოსწავლე თორნიკე აკოფაშვილი, ასპინძიდან – მირაშხანის სკოლის მოსწავლე ნათია აბაშიძე, ახალქალაქიდან – გოგაშენის სკოლის მოსწავლე გვანცა ნათენაძე, ნინოწმინდან ორლოვკის სკოლის მოსწავლე დარია სტრუკოვა.


წყარო: etaloni.ge


| Print |