განათლება
ფიზიკის გამოცდაზე 19 მეთერთმეტეკლასელი ჩაიჭრა
მე–11 კლასელებმა სკოლის გამოსაშვები გამოცდები ფიზიკაში ჩააბარეს. ქალაქ ახალციხის ხუთი საჯარო და ერთი კერძო სკოლიდან, გამოცდებზე 311 მოსწავლე გავიდა. აქედან მინიმალური ბარიერი – 5,5 ქულა, 19 მათგანმა ვერ გადალახა. მოსწავლეების თქმით, საკითხები საკმაოდ რთული იყო. კითხვებზე პასუხის გაცემისთვის, სხვა საგნებისგან განსხვავებით, უფრო მეტი დრო დასჭირდათ.

მე–11 კლასელებმა გამოცდა უკვე ჩააბარეს გეოგრაფიაში, ბიოლოგიასა და ფიზიკაში. გამოსაშვები გამოცდები 22 ივნისს, ქიმიის საგნით დასრულდება.


| Print |