განათლება
დასრულებული გამოცდები და შვიდი ჩაჭრილი მე–11 კლასელი ქიმიაში
მე–11 კლასელებმა სკოლის გამოსაშვები გამოცდები ბოლო საგანში - ქიმიაში ჩააბარეს. საატესტატო გამოცდებზე, ქალაქ ახალციხის ხუთი საჯარო და ერთი კერძო სკოლის 311 მოსწავლიდან, მინიმალური – 5,5 ქულა, შვიდმა მათგანმა ვერ აიღო.

ქიმიის გამოცდაზე მხოლოდ ქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები გავიდნენ. ახალციხის სომხურ და რუსულ სკოლებში, გამოცდა მომავალ წელს ჩატარდება, რადგან არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები ქიმიას მეთორმეტე კლასშიც სწავლობენ.

მე–11 კლასელებმა სკოლის გამოსაშვები გამოცდები გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და ქიმიაში ჩააბარეს. გამოცდა კიდევ ოთხ საგანში მეთორმეტე კლასის დამთავრებისას ექნებათ.

| Print |