განათლება
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის საგნით იწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის საგნით  იწყება. გთავაზობთ გამოცდების განრიგს:

  • 3–4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა
  • 6–7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები

უცხო ენები:

  • 10–11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური
  • 10 ივლისი (პირველი სესია) 11 ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა
  • 10 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა
  • 11 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა

 

  • 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია
  • 13 ივლისი (მეორე სესია) – მათემატიკა
  • 14 ივლისი (მეორე სესია) – ლიტერატურა
  • 17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია
  • 18 ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია
  • 19 ივლისი (მეორე სესია) – ქიმია
  • 25 ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება
  • 26 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა
  • 26 ივლისი (პირველი სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
  • 27 ივლისი (პირველი სესია) – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი

აბიტურიენტები გამოცდებს წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმით ჩააბარებენ. აპლიკანტებმა საგამოცდო ბარათები პირადი გვერდიდან უნდა ამობეჭდონ. ამისთვის აბიტურიენდები უნდა ეწვიონ ვებ-გვერდს online.naec.ge

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების გარეშე.

ბარათზე, სხვა ინფორმაციასთან ერთად, მითითებული იქნება მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცეaნტრი, საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.

ეროვნულ გამოცდებს წელს 2 953 აბიტურიენტი გამოეთიშა. მე–12 კლასში საატესტატო გამოცდებზე ბოლო მონაცემებით, 12 000–ზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა.


| Print |