განათლება
„მეწარმეობის რეგიონული სკოლა” – პროგრამამ ახალციხეში სტარტი აიღო
ახალციხეში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი პროექტის „მეწარმეობის რეგიონული სკოლის’’ შესარჩევი კრეათონი გაიმართა. მონაწილეებმა გუნდები ჩამოაყალიბეს და იდეების შემუშავება დაიწყეს. მომდევნო ეტაპიზე, შერჩეული გუნდები მეწარმეობის უნარების განვითარების პროგრამას გაივლიან.

„მეწარმეობის რეგიონული სკოლა” ოთხ თვეს მოიცავს. დასკვნით ტურზე საუკეთესო 10 პროექტს გუნდები თბილისში, “დემო დღეზე” წარადგენენ.

პროექტის მიზანია, რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრებმა სამეწარმეო უნარ-ჩვევები აითვისონ, რათა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება და იდეების რეალიზიება, რაც მათ დასაქმებაში დაეხმარება.

პროგრამა ახალციხეში, პანკისში, გორსა და ზუგდიდში ხორციელდება. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი განსაზღვრულია და 18-29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს მოიცავს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილ საგანმანათლებლო პროგრამას ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი ახორციელებს. პროგრამის პარტნიორია USAID ზრდა.


| Print |