განათლება
სამცხე–ჯავახეთში ბუკებს 2 258 პირველკლასელი მიიღებს
სამცხე–ჯავახეთში პირველკლასელთა პორტაბელური კომპიუტერების დარიგება დაიწყო. 596 ბუკი ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა სკოლებში უკვე გაანაწილა.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, კომპიუტერებს, პროგრამის "ჩემი პირველი კომპიუტერი"–ს ფარგლებში არიგებს.

პირველკლასელები კუთვნილ ბუკებს სასწავლო წლის დასაწყისში მიიღებენ.

პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერი" 2011 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანი სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და ბენეფიციართათვის კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნაა.

სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, 2017–2018 წლებში, პირველ კომპიუტერს, 2 258 პირველკლასელი მიიღებს.


| Print |