განათლება
პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები იწყება
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში, სარემონტო სამუშაოები დღეიდან განახლდება.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდში ამბობენ, რომ დაჩქარებული წესით ჩატარებული ტენდერით, კომპანია "ჯორჯიან ინჟინირინგი" შეირჩა.

შენობაში ძირითადად, სამღებრო სამუშაოებია დარჩენილი. შერჩეულ კომპანიას ფასადისა და გადახურვის მოწესრიგება მოუწევს. მილენიუმში იმედოვნებენ, რომ სკოლაში სწავლის დაწყება 30 სექტემბერს იქნება შესაძლებელი.

კომპანიის წარმომადგენლებმა, სარემონტო სამუშოებისთვის საჭირო საწყობებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა, სკოლის ეზოში უკვე დაიწყეს.

შპს "ჯორჯიან ინჟინირინგი"  "ინტერ პლიუსის" მიერ დაწყებულ სარემონტო სამუშაოებს დაასრულებს განძისა და კარტიკამის სკოლებშიც. როგორც "მილენიუმში" ვარაუდობენ, განძის სკოლაში რემონტი სექტემბრის ბოლოს დასრულდება, კარტიკამში კი პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ივლისის დასაწყისში შეჩერდა.
| Print |