განათლება
,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“ ახალციხეში
„ახალციხის ციხის“ ამფითეატრში ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“ გაიმართა.


ფესტივალი ,,სახალისო მეცნიერების“ გამოფენით გაიხსნა, რომელიც ძირითადად სასკოლო ასაკის ბავშვებზე იყო გათვლილი.

გამოფენა ,,სამეცნიერო პიკნიკის” სახელწოდებით საქართველოს ექვს ქალაქში მოგზაურობს.

განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებით, ღონისძიების მიზანი სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა, ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, ფართო საზოგადოებისათვის ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა, ახალგაზრდა მკვლევართა მოტივაციის ზრდა, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით. და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება იყო.

| Print |