განათლება
ესეების კონკურსში მოხის სკოლის პედაგოგმა გაიმარჯვა

ესეების კონკურსში "მასწავლებლები კონსტიტუციაზე" სამცხე–ჯავახეთიდან პირველი ადგილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა დაიკავა.



თემურ ბერიძე, სხვა გამარჯვებულებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა და სპეციალური სერთიფიკატი გადასცა.

ესეების კონკურსის მიზანი საკონსტიტუციო რეფორმისა და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ მასწავლებელთა დაინტერესება და მათი ინფორმირებულობის გაზრდა იყო.

კონკურსში მონაწილეობა 200-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო. ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა.

პრეზიდენტმა 16 გამარჯვებული დაასახელა - 11 რეგიონიდან და 5 თბილისიდან.

ესეების კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა დააფინანსა.

 


| Print |
თეგები: giorgi margvelashvili /