განათლება
ევგენი ხარაძის 110 წლის იუბილე აბასთუმნის ობსერვატორიაში
აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადებიდან 110 წელი გავიდა.

საიუბილეო თარიღი მისივე დაარსებულ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნეს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მიერ ორგანიზებულ ორდღიან კონფერენციას, უცხოელი და ქართველი ასტროფიზიკოსები ესწრებიან.

კონფერენციის პირველი დღე ევგენი ხარაძის მოღვაწეობის შესახებ მოხსენებით გაიხსნა. მეცნიერებმა მზის სისტემის თანამედროვე გამოწვევების შესახებაც იმსჯელეს. სტუმრებმა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის პროექტების შესახებ ინფორმაცია და ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში მოისმინეს.

დღის ბოლოს მონაწილეებმა მუზეუმი დაათვალიერეს და ობსერვატორიის მკვლევართა მიღწევებს გაეცნენ.

აბასთუმნის ასტეოფიზიკური ობსერვატორია 1932 წელს, ყანობილის მთაზე აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა. მას შემდეგ, მზის სისტემის პლანეტებზე დაკვირვება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

| Print |