განათლება
"ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა" საინფორმაციო შეხვედრა გამართა
„ევროპა სახლია“ კამპანიის ფარგლებში სტუდენტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, „ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა“ შეხვედრა გამართა.


დისკუსიის მთავარი მიზანი მონაწილეებისათვის ევორკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სწორად სარგებლობის წესების და პირობების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდება იყო.

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება.

აქცენტი კეთდება მაღალმთიან, საზღვრისპირა, კონფლიქტურ თემებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებზე.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია SIDA და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი, რომელიც 60-ზე მეტ რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

| Print |