განათლება
ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი“ სახელწოდებით, ლექცია გაიმართა.


პრეზენტაციას ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი, თამთა ტეფნაძე უძღვებოდა.

შეხვედრის მთავარი მიზანი მომხმარებლების გაცნობა კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებზე, კომპანიების ვალდებულებებზე, საჩივრის განხილვის წესებსა და ვადებზე სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.

ღონისძიება მომხმარებელთა საზოგადოებრივი დამცველისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელშეწყობით გაიმართა.

შეხვედრები საქართველოს მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება.

შეხვედრა უკვე გაიმართა თბილისის და ბათუმის უნივერსიტეტებში.

ლექცია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა.

| Print |