განათლება
რელიგიური დაყოფა – წიგნში გადმოცემული ანალიზი
"აზროვნების ეკოლოგია – კაცობრიობის ხსნის მთავარი საშუალება" – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ნიაზ ბოლქვაძემ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარადგინა.
ბიბლიოთეკაში შეკრებილ სტუდენტებს და პროფესორ–მასწავლებლებს, ავტორი წიგნის შინაარსსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა. ნიაზ ბოლქვაძის თქმით, მის ნაშრომში განხილულია ტერორიზმი და რელიგიური დაპირისპირებები.

წიგნში მოცემულია განმარტებები, თუ რამ გამოიწვია რელიგიების დაყოფა. ავტორი განმარტავს, რომ ამ საკითხების სწორად გაანალიზებით საზოგადოებას შეუძლია აღმოაჩინოს, რომ რელიგიური დაპირისპირების არავითარი მიზეზი არ არსებობს.

წიგნის განხილვაში მონაწილეობა პროფესორ–მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მიიღეს. მწერალმა მასზე მუშაობას 12 წელი მოანდომა. აზროვნების ეკოლოგია უკვე ორ ენაზე – ინგლისურად და რუსულად ითარგმნა.



| Print |