განათლება
ხარვეზი პირველი სკოლის ახალგარემონტებულ შენობაში
პირველი სკოლის სარემონტო სამუშოების დასრულების ვადამ, შესაძლოა 2 კვირით კიდევ გადაიწიოს.


სკოლის დირექტორი პირად საუბარში ამბობს, რომ სწავლა რამდენიმე დღეში უნდა განახლებულიყო, თუმცა გათბობის სისტემის შემოწმების დროს ხარვეზები აღმოჩნდა. ჟუჟუნა გოგოლაური აცხადებს, რომ ოთხ საკლასო ოთახში გათბობა არ მუშაობს.

კომპანია „ჯორჯიან ინჯინერინგის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ მან საკუთარი ვალდებულება შეასრულა და ხარვეზზე, რომელზეც #1 საჯარო სკოლის დირექტორი საუბრობს, სწავლის განახლებას ხელს არ უშლის.

სწავლის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ არ იციან, თუმცა გარემონტებული სკოლის დასუფთავება ადმინისტრაციამ და მშობლებმა უკვე დაიწყეს.

ჟუჟუნა გოგოლაურის თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ხარვეზს პირველ დეკემბერს შეისწავლიან. გათბობის სისტემის გარდა, შენობაის საკლასო ოთახებში ინვენტარია შესატანი. ჟუჟუნა გოგოლაური ვარაუდობს, რომ სწავლა მშობლიურ სკოლაში 2 კვირაში განახლდება.


| Print |